|
2016-09-16 19:29:57, 670 ნახვა
საზოგადოება
რეგიონული მედიის ჟურნალისტები საარჩევნო საკითხებზე ტრენინგებს გადიან
რეგიონული მედიის ჟურნალისტები საარჩევნო საკითხებზე ტრენინგებს გადიან. სწავლების ძირითადი თემებია საარჩევნო პროცესში მედიის როლი და საარჩევნო კანონმდებლობის სიახლეების მიმოხილვა. რეგიონული მედიის წარმომადგენლები ასევე დეტალურად გაეცნობიან შემდეგ საკითხებს: მედიის წარმომადგენელთა უფლებრივი მდგომარეობა, კენჭისყრის დღის პროცედურები, შშმ ამომრჩევლების ჩართულობის ხელშეწყობის პოლიტიკა, ფოტო/ვიდეო გადაღების რეგულაციები, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, არჩევნების გაშუქების ძირითადი სქემები და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. ტრენინგს ცენტრალური საარჩევნო კომისია და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან (IFES), საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციასთან და რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციასთან თანამშრომლობით ახორციელებს. სწავლება თბილისში დაიწყო, რომელიც ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ და IFES-ის პროექტის ხელმძღვანელმა ნერმინ ნისიჩმა გახსნეს. აღნიშნულ ტრენინგში 25 მონაწილეა ჩართული. 17 სექტემბერს საარჩევნო საკითხებზე რეგიონული მედიის ჟურნალისტები უკვე ქუთაისში გაივლიან ტრენინგებს, ხოლო 18 სექტემბერს - ბათუმში. სამდღიან სწავლებაში სულ 75 რეგიონული მედიის წარმომადგენელი მონაწილეობს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)