|
2016-09-16 17:12:44, 579 ნახვა
საზოგადოება
აჭარის მთავრობა: ბათუმში უხვი ნალექის გამო შექმნილი შეფერხებები აღმოიფხვრა
დღეს მოსულმა უხვმა ნალექმა ბათუმის ქუჩების ერთი საათით დატბორვა გამოიწვია. თუმცა წყალმა წვიმის გადაღებისთანავე დაიწყო გადინება. არსებულ მდგომარეობას გაეცნო მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარძე. როგორც აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან "ექსპრენიუსს" აცნობეს, უხვი ნალექის მოსვლასთან დაკავშირებით საგანგებო რეჟიმში მუშაობს შპს ,,ბათუმის წყალი", რომლის ბრიგადები უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ წყლის ამოტუმბვის სამუშაოებს. შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად ქალაქის მასშტაბით მონიტორინგს ახორციელებს ბათუმის მერი გიორგი ერმკოვი. სანიაღვრე წყლების სწრაფი გადინების მიზნით გახსნილია ზღვაში გამსვლელი ყველა არხი. ამ დროისთვის შპს ,,ბათუმის წყლის" ცხელ ხაზზე 45 გამოძახება დაფიქსირდა. ყველა გამოძახებაზე ხდება დროული რეაგირება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)