|
2015-03-12 16:34:57, 1117 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი ქადაგიძე: ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორების სავალუტო რეზერვებით ჩანაცვლება დანაშაულებრივი ქმედებაა
ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორების ჩანაცვლება სავალუტო რეზერვებით არა მარტო არასწორი, არამედ კონტრპროდუქტიულია, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების სხდომაზე განაცხადა. ქადაგიძის განმარტებით, ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია სავალუტო რეზერვების სწორი მართვაა, რადგან რეზერვი ფინანსური სტაბილურობის გარანტია. "როგორც უკვე ითქვა, წლის მეორე ნახევრიდან დაიწყო სავალუტო შემოდინებებმა შემცირება, რაც გამოსახულია ექსპორტის გზავნილების და რიგ შემთხვევაში ტურიზმის კლებაში. ამან გამოიწვია ლარის კურისის გაუფასურება და მივიღეთ ეს შედეგი. ამ დროს, პირველი საკითხი-არის თუ არა გამოსავალი რეზერვების ხარჯვა, სავალუტო რეზერვი არის ზუსტად ის თანხა,რომელიც არის გარანტი ფინანსური ამ ქვეყანაში, მათი სწორი მართვა ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მთავარი ფუქნციაა. და ამ დროს სავალუტო რეზერვების ხარჯვა ყოვლად მიუღებელი, არასწორი, დანაშაულებრივი ქმედებაა, ვინაიდან ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორების ჩანაცვლება სავალუტო რეზერვებით, არის არა მარტო არასწორი, არამედ კონტრპროდუქტიული, რაც უამრავი მაგალითითაა დადასტურებული. ბევრ ქვეყანაში განხორციელდა სავალუტო რეზერვების ხარჯვა, რამაც ლარის გაუფასურებას ვერ უშველა და ეს ქვეყნები დარჩნენ უფრო მეტად უძლური კრიზისებისადმი",-განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
უხვმა ნალექმა დედაქალაქის ათივე რაიონში პრობლემები შექმნა - თბილსერვის ჯგუფი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)