09:27 - 15 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-12 16:25:50, 2513 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის სამინისტროს შემეცნებით-საგანმანათლებლო ცენტრში აბიტურიენტებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

2015-2016 სასწავლო წელს საბაკალავრო სკოლაში მიღებასთან დაკავშირებული სარეკლამო კამპანიის ფარგლებში, დღეს, თავდაცვის სამინისტროს შემეცნებით-საგანმანათლებლო ცენტრში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას თბილისის სხვადასხვა სკოლებიდან აბიტურიენტები ესწრებოდნენ.

აკადემიის წარმომადგენლებმა ახალგაზრდებს პრეზენტაცია წარუდგინეს საბაკალავრო სკოლაში მიღების პირობების, არსებული საგანმანათლებლო და გაცვლითი პროგრამების შესახებ. პრეზენტაციის მეორე ნახევარი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში საბუთების მიღება 31 მარტიდან 19 ივნისის ჩათვლით იწარმოებს. ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე აბიტურიენტები გაივლიან აკადემიის შიდა ტურებს: სამედიცინო შემოწმება, გასაუბრება და ფიზიკური მომზადება. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ბარდება შემდეგი საგნები - ქართული ენა, ზოგადი უნარები, უცხო ენა და მათემატიკა.

2015-2016 აკადემიური წლისთვის ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში მიღება ხორციელდება მენეჯმენტისა და ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამებზე. იუნკერები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, საცხოვრებელი ადგილით, კვებით, ფორმითა და სამედიცინო მომსახურებით იქნებიან უზრუნველყოფილნი.

აკადემიის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული იღებს ბაკალავრის ხარისხსა და ლეიტენანტის სამხედრო წოდებას. ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში სწავლას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აფინანსებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics