|
2015-03-12 16:21:28, 1137 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი კვირიკაშვილი: ბიზნესთან კომუნიკაცია აუცილებლად გაუმჯობესდება
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების სხდომაზე სხვა საკითხებთან ერთად ყურადღება ბიზნესგარემოს მასტიმულირებელ საკანონმდებლო ცვლილებებზე გაამახვილა და ბოლო პერიოდში ბიზნესთან მჭიდრო კომუნიკაციის პრობლემაზე ისაუბრა. კვირიკაშვილის მტკიცებით, ბიზნესთან კომუნიკაცია აუცილებლად გაუმჯობესდება. "რაც შეეხება ბიზნესგარემოს მასტიმულირებელ საკანონმდებლო ცვლილებებს, უმთავრესი, რაზეც ჩვენ ვიღებთ აქცენტს, ეს არის ბიზნესთან ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია, ნებისმიერი ახალი ინიციატივების გაჟღერებამდეც კი რაც უნდა ვაღიაროთ, რომ ბოლო პერიოდში გარკვეულად იყო პრობლემატური. არასწორი მესიჯები გავიდა რამოდენიმე შემთხვევაში ბიზნესის მიმართულებით. შემდეგ ბევრი ასეთი ხარვეზი იქნა აღმოფხვრილი და ამ ტიპის კანონმდებლობა შეჩერებული იქნა ზოგიერთი შუაგზაში, შუა განხილვაში, მაგრამ ეს უკვე იყო ხარვეზი და ეს უნდა ვაღიაროთ.კომუნიკაციის გაუმჯობესება ბიზნესთან აუცილებლად მოხდება და ახალი ინიციატოვების გაჟღერებამდე ახალი რეგულაციების ზემოქმედების შეფასების მექანიზმები იმუშავებს და ამაში აქტიურად იქნება ჩართული კერძო სექტორი",-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
უხვმა ნალექმა დედაქალაქის ათივე რაიონში პრობლემები შექმნა - თბილსერვის ჯგუფი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)