|
2016-09-16 09:37:47, 660 ნახვა
საზოგადოება
გიორგი მღებრიშვილი INL-ის ახალ უფროსს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების საერთაშორისო ბიუროს (INL) ახლადდანიშნულ უფროსს, მაიკლ მაკმაჰონს შეხვდა. შსს-ს ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და INL-ს შორის არსებულ მრავალწლიან წარმატებულ თანამშრომლობას და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. „INL-ის ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო არის საუკეთესო პარტნიორი. INL არის ორგანიზაცია, რომელთანაც შს სამინისტრო წლების განმავლობაში აქტიურად თანამშრომლობს. იგი ყოველთვის მხარს უჭერს ჩვენი უწყების განვითარებასა და მიმდინარე რეფორმებს. მოგეხსენებათ, ამერიკის მთავრობა, INL უკვე კონკრეტულ მატერიალურ დახმარებას გვიწევს იმისთვის, რომ შსს-ს აკადემია რეგიონული საპიოლიციო განათლების ცენტრად გარდავქმნათ, რაც ჩვენი უწყების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია“,- განაცხადა მღებრიშვილმა. გიორგი მღებრიშვილმა მაიკლ მაკმაჰონს წარმატებები უსურვა და ორმხრივი მჭიდრო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავდების სურვილი გამოთქვა შინაგან საქმეთა სამინისტრო INL-თან უკვე მრავალი წელია თანამშრომლობს ტაქტიკური . მომზადების, კიბერდანაშულის, ოჯახში ძალადობის, ტრეფიკინგის და ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)