|
2016-09-15 22:09:36, 885 ნახვა
საზოგადოება
ყვარლის რაიონში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი ხეზე ჩამოკიდებული იპოვეს
ყვარლის რაიონში, სოფელ შილდის მიმდებარედ ტყეში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი ხეზე ჩამოკიდებული იპოვეს. სოფელ შილდის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის, ლევან ხუციშვილი განცხადებით, გარდაცვლილი მამაკაცი ტყეში საკუთარი ოჯახის საქონელს მწყემსავდა. "ვიცით, რომ მის ოჯახს საქონელი ჰყავდა და ლექსოც ხშირად დადიოდა ამის გამო სოფელთან ახლოს ტყეში. სამწუხაროდ, ახალგაზრდა ბიჭი რამდენიმე საათის წინ იპოვეს ხეზე ჩამოკიდებული, თუმცა რა ვითარებაში მოხდა მისი გარდაცვალება, ანუ მკვლელობაა თუ თვითმკვლელობა ამას შესაბამისი ორგანოები დაადგენენ", - აცხადებს ლევან ხუციშვილი. ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები. მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მოკვლევას ყვარლის პოლიციის სამმართველო აწარმოებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)