09:03 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-15 19:35:47, 1999 ნახვა

მსოფლიო
გერმანიაში ადგილობრივებსა და მიგრანტებს შორის შეტაკება მოხდა

აღმოსავლეთ გერმანიაში, ქალაქ ბაუტცენში ადგილობრივ მცხოვრებლებსა და მიგრანტებს შორის შეტაკება მოხდა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

როგორც BBC წერს, დაახლოებით 80-მდე ქალი და მამაკაცი 20 ლტოლვილს დაუპირისპირდა. მიგრანტებმა ლტოლვილთა ცენტრს შეაფარეს თავი, სადაც მათ ახლა პოლიცია იცავს.

მედია საშუალების ინფორმაციით, ბაუტცენში შეტაკება მას შემდეგ დაიწყო, რაც უცნობმა პირებმა 32 წლის მამაკაცს ბოთლი ესროლეს, რის გამოც მას სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

ინციდენტამდე ადგილობრივებმა მიგრანტები ქალაქის ცენტრალური მოედნის დაკავებაში დაადანაშაულეს. თვითმხილეველის თქმით, სამართალდამცველებმა მიგრანტებს დაშლისკენ მოუწოდეს, საპასუხოდ მათ პოლიციას ბოთლები ესროლეს. როდესაც მიგრანტები მოედანს ტოვებდნენ, მათ ადგილობრივი მცხოვრებლების ჯგუფი გაედევნა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. უცნობმა პირებმა ქვები დაუშინეს სასწრაფო დახმარების მანქანას, რომელშიც დაშავებული მაროკოელი ლტოლვილი იმყოფებოდა.

ქალაქის მერმა მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ქალაქში პოლიციის დამატებითი რაზმები განთავსდება.

ქალაქ ბაუტცენში მიმდინარე წელს ანტიიმიგრანტული განწყობა საგრძნობლად გაძლიერდა. BBC-ის ცნობით, თებერვალში ადგილორბივების ჯგუფი ლტოლვილთა ცენტრში გაჩენილ ხანძარს ტაშით შეეგება.

ცნობისთვის, გერმანიის ფედერალური პოლიციის ინფორმაციით, 2016 წელს ქვეყანაში მიგრანტთა თავშესაფრებზე 700 თავდასხმა განხორციელდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics