17:16 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-15 17:36:25, 1371 ნახვა

სამართალი
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გოდერძი თევზაძე წინასწარ პატიმრობაში დატოვა

დემურ სტურუას თვითმკვლელობაში ბრალდებული ყოფილი პოლიციელი გოდერძი თევზაძე ქუთაისის საქალაქო სასამართლომ  წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

ყოფილი პოლიციელის მიმართ სისხლის სამართლის საქმე ორი მუხლით არის აღძრული - თვითმკვლელობამდე მიყვანა და სამსახურებრივი მოვალეობის ძალადობრივი გადამეტება.

ცნობისთვის, 22 წლის დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებულ გოდერძი თევზაძეს სასამართლომ წინასწარი ორთვიანი პატიმრობა რამდენიმე კვირის წინ დაუსწრებლად შეუფარდა, რადგან ის მიმალვაში იმყოფებოდა. თევზაძე სამართალდამცველებს 2 დღის წინ ჩაბარდა.

შეგახსენებთ, დემურ სტურუამ 7 აგვისტოს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მან გარდაცვალებამდე წერილი დატოვა, სადაც პოლიციის ყოფილი თანამშრომლის, გოდერძი თევზაძის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პროკურატურამ დაზარალებულზე განხორციელებული ზემოქმედების ფაქტზე ადვოკატი დააკავა
პოლონეთი ქვეყანაში შესვლის გამკაცრებას გეგმავს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics