|
2016-09-15 13:16:34, 623 ნახვა
საზოგადოება
დიდუბის რაიონში მიწისქვეშა კომუნიკაციები იცვლება
დიდუბის რაიონის გამგეობა 7 მისამართზე მოძველებული მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაციას ახორციელებს. თბილისის მერიის ინფორმაციით, რეაბილიტაციის შემდგომ, განახლდება წყალსადენისა და კანალიზაციის ყველა დიამეტრის მოძველებული ქსელი.რეაბილიტაციის განხორციელების შემდეგ, გაუმართავი მიწისქვეშა კომუნიკაციები მოსახლეობას პრობლემას აღარ შეუქმნის. სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შ.პ.ს „გეოსერვის+“ ახორციელებს, ხოლო სამუშაოების დასრულების შემდგომ დიდუბის რაიონის გამგეობა ასფალტის ახალ საფარს დააგებს. დიდუბის რაიონში, 22 მისამართზე უკვე განხორციელდა წყალსადენისა და კანალიზაციის ქსელების რეაბილიტაცია, რაზეც დიდუბის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 288 673 ლარი დაიხარჯა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)