|
2016-09-15 12:38:18, 1026 ნახვა
ეკონომიკა
ივანიშვილი: თუ მინისტრები ჯიბეში უძვრებიან ბიზნესს, იქ ინვესტიციები არ შემოდის
პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, რეგიონში არსებული ეკონომიკური კრიზისი საქართველოზეც აისახება. თუმცა, როგორც ივანიშვილმა GDS-ის ახალ სატელევიზო გადაცემაში განაცხადა, საქართველო ეკონომიკური ზრდის ტემპით, რეგიონში ლიდერია. "საქართველო მარტო საოცრებას ვერ მოახდენს, თუ სავაჭრო პარტნიორებში მძიმე სიტუაციაა. მარტო ერთი ქვეყანა სწრაფად ვერ განვითარდება. მიუხედავად იმისა, რომ რთული რეგიონალური პირობებია და კრიზისია, ამ სიდუხჭირეში ზრდის ტემპით საქართველო რეგიონში ლიდერია. როცა ზოგადად ეკონომიკა იზრდება ყველგან, ყევლაზე მაჩანჩალა ქვეყანაშიც კი იზრდება. პარტნიორები ქაჩავენ მას. ვფიქრობ, უახლოეს დროში, ერთ წელიწადში ეს რეგიონალური კრიზისი უნდა დასრულდეს და ყველაფერი მზაობა აქვს დღეს საქართველოს იმისათვის, რომ ეკონომიკა ძალიან სწრაფი ტემპებით გაიზარდოს. ახალი გუნდის მოსვლის შემდეგ, ის სტანდარტები, რაც დავნერგეთ, რაც სჭირდება ბიზნესის განვითარებას, რომ კერძო საკუთრება უნდა იყოს ხელშეუხებელი, მთავრობა უნდა ლობირებდეს ყველა ტიპის ბიზნესს და ჯიბეში არ უნდა უძვრებოდეს. თუ მთავრობის მინისტრები ჯიბეში უძვრებიან ბიზნესს, იქ ინვესტიციები არ შემოდის. კონკურენტუნარიანი ბაზარი უდნა იყოს",-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა და დასძინა, რომ თუ რაიმე უბედურება არ მოხდა, 7-8 წელიწადში საქართველოში ეკონომიკური ზრდა უნდა გაორმაგდეს. ამასთან, ბიძინა ივანიშვილმა რაჭის მოსახლეობას მოუწოდა, არჩევნებზე მივიდნენ და საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ.
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
თიბისი მმართველ გუნდს საერთაშორისო საბანკო გამოცდილებით აძლიერებს
საქართველოს ბანკის საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამა მოსწავლეებისთვის - ისწავლე UWC პროგრამით სასურველ ქვეყანაში
მეუფე ზენონი - არსებობს საფრთხე,სიძულვილის ენასთან ბრძოლის იდეა გადაიქცეს კონტროლის მექანიზმად
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)