|
2016-09-14 15:49:43, 573 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში რიგით მე-2 მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი გაიხსნება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებითა და ლიბერთი ბანკის მხარდაჭერით, 17 სექტემბერს მეცნიერებისა და ინოვაციების თბილისის ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნება. ფესტივალის ფარგლებში მრავალი სახალისო და სამეცნიერო ღონისძიებაა დაგეგმილი. ფესტივალზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ სახალისო ექსპერიმენტებში, იმოგზაურონ ცერნის ბირთვული კვლევების ინტერაქტიულ გვირაბში, დაეწრონ სახალისო სამეცნიერო შოუს ბრიტანელი მეცნიერების მონაწილეობით, დაესწრონ გამოფენებს, პრეზენტაციებს და საჯარო ლექციებს. ფესტივალი განკუთვნილია როგორც ბავშვებისთვის და სკოლის მოსწავლეებისთვის, ასევე სტუდენტებისთვის და მკვლევარ-მეცნიერებისთვის. ფესტივალი 17-23 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება საგამოფენო პავილიონის ექსპო ჯორჯიას ტერიტორიაზე. 24 ოქტომბერს კი ფესტივალი ვაკის პარკში გადაინაცვლებს, სადაც დამთვალიერებლებს სამეცნიერო პიკნიკი დახვდებათ. 25-ში ღონისძიება გრანდიოზული კონცერტით დაიხურება, რომელიც ვაკის პარკში გაიმართება. ყველა ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ფესტივალის გვერდს: www.facebook.com/scienceandinnovationfestival (R)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)