|
2016-09-14 14:48:17, 632 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მსახიობ ქალთა გუნდი "ბენეფისი" ზაარბრუკენში კონცერტებს მართავს
თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით, 2016 წლის 10-დან 17 სექტემბრამდე თბილისის მსახიობ ქალთა გუნდი "ბენეფისი" გასტროლზე იმყოფება თბილისთან დამეგობრებულ გერმანიის ქალაქ ზაარბრუკენში. თბილისის მერიის ინფორმაციით, 2 სექტემბრიდან გუნდის ხელმძღვანელი კომპოზიტორი ნანა კალანდაძე ხვდება სხვადასხვა გერმანულ გუნდს, რომლებიც დაინტერესებული არიან ქართული სიმღერით და ზოგადად ქართული კულტურით. ზაარბრუკენში მათი მიწვევის ინიციატორი, ცნობილი გერმანელი მომღერალი და ლოტბარი ქალი ამაი შაიბი ქართულ-გერმანულ საკონცერტო პროგრამაზე მუშაობს ნანა კალანდაძესთან ერთად. კონცერტები ტარდება 11, 13 და 16 სექტემბერს. აღსანიშნავია, რომ თბილისის მსახიობ ქალთა გუნდი კონცერტის გასამართად მიწვეულია ზაარბრუკენის თეატრის სეზონის გახსნაზე, რაც ორმაგად მნიშვნელოვანია ქართველი მსახიობებისათვის. გერმანელი მუსიკის მოყვარულები კონცერტებზე შეასრულებენ ქართულ სიმღერებს, რომელიც ნანა კალანდაძემ შეასწავლა ვორქშოფებზე. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)