|
2016-09-13 14:21:24, 1034 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილმა და მალტის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრმა ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი
ბათუმში მიმდინარე საერთაშორისო საზღვაო ფორუმის ფარგლებში, საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ორ შეთანხმებას ხელი მოაწერა, რომლებიც საქართველოს სატრანსპორტო-ლოგისტიკური სისტემების განვითარებას შეეხება. როგორც "ექსპრესნიუსს" ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, პირველი შეთანხმება საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და მალტის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრმა ჯოე მიზზმა გააფორმეს. შეთანხმება ,,საქართველოს მთავრობასა და მალტის რესპუბლიკის მთავრობას შორის საზღვაო სავაჭრო ნაოსნობის შესახებ“ მოიცავს ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას თანასწორობის პრინციპისა და ურთიერთსარგებლობის საფუძველზე. ხელშემკვრელ მხარეთა სახელმწიფოს ტერიტორიაზე რეგისტრირებულ და მათი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, მოქმედ სანაოსნო კომპანიებს შეუძლიათ ითანამშრომლონ ერთობლივად ან დამოუკიდებლად, როგორც სანაოსნო ხაზების განხორციელების, ასევე, ნაოსნობასთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხების შესახებ ხელშეკრულებების გაფორმების მიზნით. შეთანხმების პროექტის მიხედვით, მხარეთა შორის თანამშრომლობა მოიცავს ორ ქვეყანას შორის სატვირთო გადაზიდვების ხელშეწყობას საკუთარი გემების მონაწილეობით, როგორც ხელშემკვრელ მხარეთა შორის, ასევე მესამე ქვეყნებიდან და მესამე ქვეყნების მიმართულებით ტვირთის გადაზიდვაში საკუთარი გემების ეფექტურ გამოყენებას. მეორე ხელმოწერა დიმიტრი ქუმსიშვილსა და უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრ ვოლოდიმირ ომენიანს შორის შედგა. გაფორმებული დოკუმენტის თანახად, შეთანხმების მიზანია ხელშემკვრელმა მხარეებმა გააღრმავონ მეგობრული ურთიერთობები, გაუწიონ ერთმანეთს აუცილებელი დახმარება უკრაინისა და საქართველოს ნავსადგურების გავლით პირდაპირი საერთაშორისო სარკინიგზო-საბორნე მიმოსვლის ორგანიზებაში. დოკუმენტის მიხედვით, მხარეები თავისი სახელმწიფოს მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში, უზრუნველყოფენ აუცილებელ პირობებს ტვირთის დაუბრკოლებლად გადაზიდვისა და მოძრავი შემადგენლობის გაშვებისათვის როგორც მხარეთა სახელმწიფოების ტერიტორიაზე, აგრეთვე მათი ტერიტორიების გავლით მესამე ქვეყნებში. როგორც შეთანხმებაშია მოცემული, მხარეთა კომპეტენტური ორგანოები ერთმანეთს დაუყოვნებლივ აცნობებენ ნებისმიერი დაბრკოლების შესახებ, რომელმაც შესაძლოა შეაფერხოს უკრაინისა და საქართველოს ნავსადგურების გავლით, პირდაპირი საერთაშორისო სარკინიგზო-საბორნე ხაზით განხორციელებული გადაზიდვები და, აუცილებლობის შემთხვევაში, მიიღებენ ზომებს ამ დაბრკოლებების აღმოფხვრისთვის. შეთანხმების ხელმოწერა ხელს შეუწყობს საქართველოსა და უკრაინის სახელმწიფოებს შორის სატარიფო პოლიტიკის გატარებას, რომელიც მიმართული იქნება უკრაინისა და საქართველოს ნავსადგურების გავლით პირდაპირი საერთაშორისო სარკინიგზო-საბორნე მიმოსვლის განვითარებისკენ. ცნობისთვის, ხელმოწერის ცერემონიას დაესწრნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალური მდივანი კიტაკ ლიმი. (NS)
მეუფე ზენონი - არსებობს საფრთხე,სიძულვილის ენასთან ბრძოლის იდეა გადაიქცეს კონტროლის მექანიზმად
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები: სამუშაო ჯგუფში საპატრიარქო ჩაერთვება
ელისაშვილი მდინარაძეზე: სინანული მაქვს, რომ უფრო არ შემოვარტყი ყურის ძირში მაგ გარეწარს
ევროსასამართლოს გადაწყვეტილება შსს-ს ხელს არ აძლევს, აზრის დევნის პრაქტიკა აწარმოოს - საია მილაძის საქმეზე
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)