|
2016-09-12 18:50:51, 676 ნახვა
საზოგადოება
ნოდარ კერესელიძე USDA -ის ექსპერტებს შეხვდა
სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) ექსპერტებს შეხვდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი სოფლის მეურნეობის სექტორში სურსათზე მოთხოვნისა და მიწოდების ეკონომიკური ანალიზის მნიშვნელობის საკითხებზე გამახვილდა. უწყების ინფორმაციით, ნოდარ კერესელიძემ მოსავლიანობის პროგნოზირების კვლევების პროექტის ფარგლებშისაქართველოს ზოგიერთ რეგიონში სიმინდის, ხორბლის, ციტრუსისა და ვაშლის კულტურის მოსავლიანობის პროგნოზირების შერჩევითი კვლევები წარმატებულად შეაფასა და ხაზგასმით აღნიშნა, სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებისთვის მისი მნიშვნელობის შესახებ. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი (USDA), სოფლის მეურნეობის სამინისტროს მოსავლიანობის პროგნოზირების პროექტის ფარგლებში, სტატისტიკური მონაცემების დამუშავების ნაწილში დახმარებას გაუწევს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)