|
2016-09-12 14:16:10, 671 ნახვა
საზოგადოება
ბათუმის პორტის აკვატორიაში ამორტიზებული სანავიგაციო ნიშნები შეიცვალა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ,,საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულმა სამსახურმა“ სანავიგაციო ნიშნების მონიტორინგის ფარგლებში ბათუმის პორტის აკვატორიაში გემების საღუზე ადგილების მიმანიშნებელი ამორტიზებული 3 სანავიგაციო ნიშანი (სარყე), საქართველოში წარმოებული ახალი ერთეულებით ჩაანაცვლა. "რთული მეტეოროლოგიური პირობები (ძლიერი შტორმი) ხშირად იწვევს ზღვაში განთავსებული სანავიგაციო ნიშნების ამორტიზებას, საშტატო ადგილებიდან მათ მოწყვეტას და ღია ზღვაში გადაადგილებას, რაც საზღვაო ინცინდენტების შექმნის ალბათობას ზრდის. საქართველოს საზღვაო სივრცეში მცურავი გემებისთვის უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველსაყოფად და საზღვაო ინცინდენტების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის სანავიგაციო ნიშნების ტექნიკური მომსახურებისა და მონიტორინგის ჯგუფი სისტემატურად ახორციელებს მცურავი და სახმელეთო სანავიგაციო ნიშნების კონტროლს და პერმანენტულად ატარებს გეგმიურ პროფილაქტიკურ სამუშაოებს",-ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)