|
2016-09-12 13:50:40, 849 ნახვა
პოლიტიკა
ივანიშვილი: ბაქრაძეს სტრასბურგში შევხდი, მთელი საათი ვაწვებოდი, დატოვე "ნაციონალური მოძრაობა" - მეთქი
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, "რესპუბლიკური პარტიის" წევრებმა ნათელმხილველობა დაიწყეს, რადგან კუბლაშვილი-ვაშაძე-კაციტაძის გაერთიანებაში მის ინტერესზე საუბრობენ. როგორც ივანიშვილმა GDS-ის ახალ გადაცემაში განაცხადა, დავით უსუფაშვილი კუბლაშვილის მეგობარია და რამდენჯერმე ივანიშვილს უთხრა კიდეც, რომ "ნაციონალური მოძრაობის" დატოვებას აპირებდა: "ამაზე ბუნებრივი გაერთიანება ვერ კი წარმომიდგენია.როგორ შეიძლება კუბლაშვილი-ვაშაძე-კაციტაძის გაერთიანება იყოს არაბუნებრივი. გამყრელიძემ პოლიტიკა დატოვა მხოლოდ იმ ნიშნით, რომ ლამის მთელმა საზოგადოებამ გაიგო, რომ ახალი მემარჯვენეები იყვნენ ფსევდო ოპოზიციური აპრტია და ეს იყო "ნაციონალური მოძრაობის" შემადგენელი ნაწილი. იქიდან ერთადერთი დღეს დარჩა "ლეიბორისტული პარტია", "ქრისტიან დემოკრატიულმაც" ნახა, რომ ყველა საფუზველი გამოეცალა, ნათელაშვილს წასასვლელი არსად არ ჰქონდა, რადგან მაგაზე კომპომატები აქვთ უამრავი და დღესაც ამუშავებენ მაგას ისევ "ნაციონალები". კაციტაძეც იყო "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ჩვეულებრივად.ამაზე ბუნებრივი გაერთიანება რა შიძლებოდა რომ ყოფილიყო. ასევე კარგად გაირკვა ბურჭულაძეზე. რას ნიშნავს არაბუნებრიობა. საკაშვილთან უკრაინაში რამდენჯერ ჩასულა და ძირითადად იქ დადის ეს კაცი. ფოტოები გამოქვეყნდა სააკაშვილთან ჩახუტებული. 3 წელიწადია არ მინახავს ეგ კაცი, ნაწყენი ვარ, რომ არ დავმალო, რადგან თავის დროზე, როცა ვთხოვე, რომ გვერდით დაგვიდექით, უამრავი ფული მოითხოვა და შეურაცხმყოფელი იყო მაშინ, რომ არ მივეცით, იმის შემდგომ დაბადების დღის 60 წლისთავი 3-ჯერ გადაიხადა, 3 წლის განმავლობაში იხდიდა, არც ერთხელ მივსულვარ. ნათელმხილველობას თუარ დაიწყებენ "რესპუბლილები" და ახალ უბედურებას არ გადაეყრებიან, კარგი იქნება. მემგონი იმას ცდილობენ, რომ ოპონენტად გამომიყენონ. ალბათ, ამაზე უნდათ განცხადება დაწერონ, სასამართლოში შეიტანონ და ასე შემდგომ. ამის არც დრო მაქვს და არც სურვილი. კარგი იქნება, თუ "რესპუბლიკელები" ახალ უბედურებას არ გადაეყრებიან, ახლა ძალიან ემოციურები არიან. უსუფაშვილი ძალიან ახლო მეგობარია კუბლაშვილის, 2-ჯერ თუ სამჯერაა ჩემთან მოსული, რომ კუბლაშვილს უნდა გამოსვლა "ნაციონალური მოძრაობიდანო". ძალიან კარგია-მეთქი, რაც შეიძლება მხარს დავუჭერ-მეთქი. დავუჭირე კიდეც. განცხადება გავაკეთე, ლამის ვაჟკაცობად ჩავუთვალე, რომ მოახერხა და დატოვა "ნაციონალური მოძრაობა" და ასე მეგონა თავის დროზე. თუ რამე სათქმელი აქვს გამოფინოს.უსუფაშვილის მიმართ პირადი წყენა არ მაქვს, ღმერთმა დამიფაროს. ძალიან პატარა კაცების როლში გადავიდნენ, რომ ასეთ რაღაცებს ყვებიან. არმინდა, პატარა კაცებად გამოჩნდნენ, მოვუწოდებდი, რომ ღირსებას ნუ დაკარგავენ",-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა და დასძინა, რომ დავით ბაქრაძეს "ნაციონალური მოძრაობის" დატოვებას სთხოვდა: "ბაქრაძეზე ყველაზე მეტი მცდელობები მქონდა, რომ დატოვე "ნაციონალური მოძრაობა"-მეთქი. მეგონა, უფრო მოწესრიგებული კაცი იყო. სტრასბურგში შევხდი მთელი საათი ვაწვებოდი, არა გრცხვენია, რას ამბობ, ამდენს რომ ცრუობ, ადექი გამოდი",-აღნიშნა ივანიშვილმა.
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)