|
2015-03-12 09:37:57, 3957 ნახვა
კომენტარი
ღარიბაშვილი: ბიზნესსექტორის განცხადებით, გასული წელი მათთვის ბოლო 5 წლის განმავლობაში ყველაზე შემოსავლიანი იყო
"ბიზნესსექტორის განცხადებით, გასული წელი მათთვის ბოლო 5 წლის განმავლობაში ყველაზე მეტად შემოსავლიანი და წარმატებული იყო",-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ პრობლემებს გაუმკლავდეს. პრემიერმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ პრობლემები არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთლიანად რეგიონშია. "ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ქვეყანა გაუმკლავდეს პრობლემებს, რომელიც არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელ რეგიონშია ამ ეტაპზე. გასული წელი მართლაც პოზიტიური იყო.ზრდა პრაქტიკულად ყველა სფეროში, ყველა სექტორში იყო. ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია მუდმივი ბიზნესსექტორთან, რომლებიც აცხადებენ, რომ გასული წელი ყველაზე წარმატებული იყო ბოლო 5 წლის განმავლობაში მათთვის.ყველაზე მეტად შემოსავლიანი წელი იყო, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ უნდა თვალი გავუსწოროთ იმ რეალობას, რომელიც დღეს მთლიანად რეგიონშია.უკრაინაში, რუსეთში, აზერბაიჯანში, ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებში, სომხეთში, ბუნებრივია ჩვენთანაც. ის კიარა, მთელი ევროპა განიცდის დღეს კრიზისს. თურქეთი მინდა აქვე აღვნიშნო. ასე რომ, ჩვენ სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ მოსახლეობას",-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)