|
2016-09-10 21:33:50, 981 ნახვა
საზოგადოება
,,ქართული ოცნების“ რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატები მასწავლებლებს შეხვდნენ
,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრა სკოლებისა და ბაღების მასწავლებლებთან წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გაიმართა. პაატა მხეიძემ და გიორგი ბეგაძემ ადგილობრივ პედაგოგებს საარჩევნო პროგრამა წარუდგინეს და განათლების სფეროში დაგეგმილი სიახლეები გააცნეს. ,,10 წელია, განათლების სისტემაში ვმუშაობ და ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია ამ ადამიანების ღვაწლი საზოგადოების, ქვეყნის და თითოეული ადამიანის ცხოვრებაში. განათლება ქვეყნის განვითარებაში არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი. გამომდინარე აქედან, მომდევნო ოთხ წელს განათლების სისტემაში იქნება ძირეული რეფორმები იმისთვის, რომ განათლების ხარისხი კიდევ უფრო ამაღლდეს",- განაცხადა გიორგი ბეგაძემ. რუსთავის 29-ე და 30-ე ოლქების მაჟორიტარობის კანდიდატები, მანდატის მოპოვების შემთხვევაში, პედაგოგებს მეტ მხარდაჭერას დაპირდნენ. ,,ქართული ოცნების" რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს ყოველდღიურად ხვდებიან.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)