|
2016-09-10 21:29:29, 745 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე გიორგი ვოლსკისთან ერთად ჩუღურეთში მცხოვრებ პირველკურსელებს შეხვდა
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი კახა კალაძე ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან, გიორგი ვოლსკისთან ერთად რაიონში მცხოვრებ პირველკურსელ ახალგაზრდებს შეხვდა. შეხვედრაზე ისაუბრეს განათლების სისტემაში დაგეგმილ რეფორმებსა და 4 წლის განმავლობაში მმართველი გუნდის მიერ განხორციელებულ პროექტებზე. „ჩვენს ქვეყანაში განათლება არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება, ძალიან სერიოზული მიდგომები გვაქვს ამ დარგის მიმართ. ჩვენ ახალგზარდებს ავუხსენით, რომ მთავარია დღეს ქვეყანაში შევინარჩუნოთ მშვიდობა, სტაბილურობა და სწრაფად განვავითაროთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა, რომ თითოეულმა ჩვენი ქვეყნის მოქალაქემ იგრძნოს კეთილდღეობა,-" განაცხადა კახა კალაძემ. ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატმა,ახალგაზრდებთან შეხვედრაზე ჩუღურეთის რაიონის განვითარების ხედვებზე ესაუბრა და მათ სამომავლო გეგმები გააცნო. “შევხვდით ახალგაზრდებს, რომლებიც წელს გახდნენ სტუდენტები და პირველად უნდა მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. მათი თაობა პოლიტიკოსებს შორის ჯანსაღი კამათის ატმოსფეროში უნდა იზრდებოდეს. ასე დაიხვეწება ქვეყანაში პოტიკიკური კულტურა“,- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)