|
2016-09-09 19:30:13, 834 ნახვა
საზოგადოება
სახელმწიფო სტრუქტურები კინოს მხარდასაჭერად ერთიანდებიან
სახელმწიფო სტრუქტურებს შორის, ქართული კინოს მხარდაჭერის მიზნით, თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ღონისძიება კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს მხრიდან მემორანდუმს ხელი მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლელა ჩიქოვანმა მოაწერა. თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს ასევე, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით ვარდიაშვილმა და თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ. სახელმწიფო სტრუქტურების მხარდაჭერა კინომწარმოებლებს ბიუროკრატიული საკითხების მოგვარებისა და სახელმწიფო ორგანიზაციების მატერიალურ-ტექნიკური ბაზებით გამარტივებული წესით სარგებლობის საშუალებას მისცემს. მემორანდუმი ხელს შეუწყობს უცხოელი კინომწარმოებლებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნასაც. ეროვნული კინოცენტრის დირექტორმა, ზურაბ მაღალაშვილმა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. თავდაცვის სამინისტრო და ეროვნული კინოცენტრი რამდენიმე წელია მჭიდროდ თანამშრომლობენ. თავდაცვის სამინისტროსა და სსიპ კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 2013 წელს გაფორმდა. მემორანდუმის თანახმად, ეროვნული კინოცენტრი სამხედრო ნაწილებში მხატვრული და დოკუმენტური ფილმების ჩვენებისათვის ფილმების შერჩევასა და მიწოდებას უზრუნველყოფს. თავის მხრივ, თავდაცვის სამინისტრო გადამღებ ჯგუფებს სამხედრო თემატიკის რეკვიზიტების მიწოდებასა და გადაღებებთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხში დახმარებას უწევს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)