|
2016-09-09 19:47:45, 1604 ნახვა
ეკონომიკა
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს 2017 წლის პროგრამების პროექტების საჯარო განხილვა გაიმართა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის და სსიპ დასაქმების სააგენტოს 2017 წლის პროგრამების პროექტების საჯარო განხილვა გაიმართა. უწყების ინფორმაციით, შეხვედრას რეგიონში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების და სერვისების განმახორციელებელი დაწესებულებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო გეგმავს, 2017 წელს პირველად განახორციელოს „მოზრდილი მოსახლეობის სამედიცინო რეაბილიტაციის ქვეპროგრამა“. ქვეპროგრამის მიზანია: პაციენტის ნებისმიერი ორგანული სისტემის დაავადებით ან დაზიანებით განპირობებული უუნარობის მკურნალობა (ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის გზით), ორგანიზმის ფუნქციური მდგომარეობის აღდგენა/გაუმჯობესება, პაციენტისათვის ფუნქციონალური დამოუკიდებლობის მოპოვება. ქვეპროგრამის მოსარგებლეებს წარმოდგენენ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების წევრები, რომლებსაც მინიჭებული აქვთ 200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები; ომის ვეტერანები; ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში მონაწილეები. დაფინანსების წლიური ლიმიტი შეადგენს 5000 ლარს. „მოსახლეობის ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების“ პროგრამის ფარგლებში მოქალაქეებს, რომლთაც ესაჭიროებათ ღვიძლის ტრანსპლანტაცია გამოეყოფათ, ერთჯერადად 50 000 ლარი. წლის განმავლობაში დაფინანსდება 5 პაციენტი, რიგითობისა და მოცდის პრინციპის დაცვით. 2016 წელს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ღვიძლის ტრანსპლანტაციას აფინასებს 10 000 ლარის ფარგლებში. „ზოგიერთი სოციალური კატეგორიის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსების“ პროგრამას, 2017 წელს, ბენეფიციარებად დაემატება ყველა შშმ პირი (მკვეთრად შეზღუდული შშმ პირები, ნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირები, ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირები, სოციალურად დაუცველი 0-18 წლამდე ასაკის ბავშები 200 000 სარეიტინგო ქულით). ბენეფიციარებს დაუფინანსდებათ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით დაფინანსებულიგეგმიური სამედიცინო მომსახურების თანაგადახდა სრულად პროგრამით დამტკიცებული ტარიფის ლიმიტის ფარგლებში. (ასაკით პენსიონერებს- 10%; სხვა დანარჩენ ბენეფიციარს- 20%).
2016 წლისათვის პროგრამის ბენეფიციარებს წარმოადგენენ: მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირები; ასკით პენსიონერები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში” 200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულით; 0-დან 6 წლამდე ასკის ბავშვები, რომელთა ოჯახები რეგისტრირებულნი არიან ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში” 200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულით, შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე ბავშვები. 2017 წელს, „ონკოლოგიურ პაციენტთა დამატებითი სამედიცინო მომსახურების“ პროგრამის ბიუჯეტი პაციენტთა მაღალი მომართვიანობის გათვალისწინებით გაიზარდა 100 000 ლარით.
(NS)
მეუფე ზენონი - არსებობს საფრთხე,სიძულვილის ენასთან ბრძოლის იდეა გადაიქცეს კონტროლის მექანიზმად
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები: სამუშაო ჯგუფში საპატრიარქო ჩაერთვება
ელისაშვილი მდინარაძეზე: სინანული მაქვს, რომ უფრო არ შემოვარტყი ყურის ძირში მაგ გარეწარს
ევროსასამართლოს გადაწყვეტილება შსს-ს ხელს არ აძლევს, აზრის დევნის პრაქტიკა აწარმოოს - საია მილაძის საქმეზე
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)