|
2016-09-08 16:44:37, 2503 ნახვა
სპორტი
ქუმსიშვილი: გატარებული რეფორმების შედეგად შესაძლებელია პატიმარმა ღირსეულად მოიხადოს სასჯელი, შემდეგ კი მოხდეს მისი რესოციალიზაცია
საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში განხორციელებული რეფორმების ანგარიშს დაესწრო, რომელიც მინისტრმა კახი კახიშვილმა წარადგინა. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს. ღონისძიებაზე მოწვეულ საზოგადოებას დიმიტრი ქუმსიშვილმა სიტყვით მიმართა. პირველმა ვიცე-პრემიერმა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა და კახი კახიშვილს წარმატებული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. ქუმსიშვილმა დადებითად შეაფასა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიღწევები და ასევე ხაზგასმით აღნიშნა ყოფილი მინისტრების - სოზარ სუბარისა და გიორგი მღებრიშვილის ღვაწლი სისტემის ჩამოყალიბებაში. ”ჩემთვის დიდი პატივია, სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს მოგილოცოთ პროფესიული დღე. ნამდვილად, ყველაზე დიდი მონაპოვარი არის ის, რომ დღეს თქვენ საამაყო ადამიანები ბრძანდებით. როდესაც ჩვენ ხელისუფლებაში მოვედით, ძალიან ბევრ თქვენს თანამშრომელს მაშინ ჰქონდა დაღი და ეს დაღი არ იყო კარგი, თუმცა დღეს თქვენ ღირსეულად ემსახურებით თქვენს ქვეყანას, ემსახურებით იმას, რომ პატიმარმა ღირსეულად მოიხადოს სასჯელი და შემდეგ მოხდეს მისი რესოციალიზაცია“ - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა. მისივე თქმით, ქვეყნის განვითარებისთვის სტაბილურობა არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი და ამ ფაქტორში ერთ-ერთიმნიშვნელოვანია დაბალი კრიმინალი. „ყველამ ვიცით, რომ სამწუხაროდ, მსჯავრდებულები ხშირად სჩადიან დანაშაულს ხელმეორედ, რაც არ უწყობს ხელს კრიმინალური მდგომარეობის გამოსწორებას.თუმცა, ის პროგრამები, რომლებიც დაინერგა სამინისტროში, არის საწინდარი, რომ მსჯავრდებული ადამიანები გათავისუფლების შემდეგ საზოგადოების სრულფასოვან წევრებად დაბრუნდებიან, ისინი შეძლებენ შექმნან დამატებითი ღირებულება ქვეყნისთვის და საკუთარი ოჯახებისთვის. ამისთვის მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ”-აღნიშნა ქუმსიშვილმა.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)