|
2016-09-08 15:57:15, 681 ნახვა
საზოგადოება
მსჯავრდებულებს უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა ეძლევათ
პირველად საქართველოში მსჯავრდებულებს უმაღლესი განათლების მიღების საშუალება ექნებათ. უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ითვალსიწინებს, რომელზეც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა დღეს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თანამშრომელთა პროფესიულ დღეს, განხორციელებული რეფორმების ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა. უმაღლესი განათლების მიღების უფლებით ისარგებლებს გათავისუფლებისთვის მომზადების ან დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდებული. საუბარია აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე - ბაკალავრიატი. ღნიშნულ საკითხზე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან აქტიურად თანამშრომლობს. მოცემულ ეტაპზე, პენიტენციურ დაწესებულებებში ხელმისაწვდომია სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამა, მოკლევადიანი სასწავლო კურსები, რომლის დასრულების შემდეგაც მსჯავრდებულები შესაბამის სერტიფიკატებს იღებენ. ამ დროისთვს, საგანმანათლებლო პროგრამებში 1060-ზე მეტი მსჯავრდებულია ჩართული. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)