|
2016-09-08 15:25:47, 606 ნახვა
საზოგადოება
სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ კახეთის რეგიონში მასშტაბური სეტყვასაშიში ღრუბლის მასები გაანეიტრალა
სსსტც „დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მიერ 6 და 7 სექტემბერს კახეთის რეგიონში რამდენიმე მასშტაბური სეტყვასშიში ღრუბლის მასა განეიტრალდა. 6 სექტემბრის 16:40 საათიდან ახმეტის რაიონში განვითარდა სეტყვასშიში ფრონტალური ღრუბლის მასა. 17:38 საათიდან 19:07 საათამდე ღრუბლის ფრონტი ყვარლის, გურჯაანის, ლაგოდეხის და სიღნაღის რაიონებში ეტაპობრივად გავრცელდა. სეტყვის მოსვლის ალბათობა 80 % იყო, მოსალოდნელი სეტყვის მარცვლების ზომა 30 მმ. 17:41 დან 19:24 საათამდე ღრუბლის მასები სეტყვასაწინააღმდეგო რაკეტებით ეტაპობრივად დამუშავდა. გასროლილ იქნა 100 ერთეულამდე რაკეტა. 7 სექტემბრის 13:34 სათიდან დედოფლისწყაროს რაიონში შიდამასიური ღრუბელი განვითარდა. მოსალოდნელი სეტყვის მარცვლების ზომა 10-25 მმ, სეტყვის მოსვლის ალბათობა კი 80 % იყო. 18:30 დან 20:09 საათამდე შიდა მასიური სეტყვასაშიში ღრუბელი თელავის, ახმეტის, გურჯაანის, სიღნაღის და ლაგოდეხის რაიონებშიც წარმოიშვა. 19:12 საათიდან 22:07 საათამდე სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მიერ ღრუბლების ეტაპობრივი დამუშავება განხორციელდა. გასროლილი იქნა 60 ერთეულამდე რაკეტა. დამუშავების შედეგად ნალექის მასები უწვრილესი სეტყვის და წვიმის სახით ჩამოიცალა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)