19:52 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-07 18:24:38, 1295 ნახვა

ეკონომიკა
ლანჩხუთში თხილის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება

რკ „გურიის თხილი“ სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ქალაქ ლანჩხუთში თხილის გადამამუშავებელ საწარმოს ააშენებს. ქალაქ ლანჩხუთში, ჟორდანიას ქუჩა N 76-ის მიმდებარედ 1700.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ  „გურიის თხილს“ სიმბოლურ ფასად გადასცა.

საინვესტიციო პირობების მიხედვით კომპანია 136 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს. საწარმოში 30 ადამიანი დასაქმდება. კომპანია წლიურად 100 ტონა თხილის გადამუშავებას გეგმავს.  საწარმოს ამოქმედების შემდეგ ადგილობრივი ფერმერი მოსავალს თავის რეგიონშივე ჩააბარებს, რაც დამატებით ტრანსპორტირების ხარჯებს ააცილებს.

სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში უკვე 202 საწარმო დაფინანსდა. ამასთან, ინვესტიციის ჯამური მოცულობა 428 მილიონ ლარს აჭარბებს და 8 600 ადამიანის დასაქმებას ითვალისწინებს.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე ზენონი - არსებობს საფრთხე,სიძულვილის ენასთან ბრძოლის იდეა გადაიქცეს კონტროლის მექანიზმად
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები: სამუშაო ჯგუფში საპატრიარქო ჩაერთვება
ელისაშვილი მდინარაძეზე: სინანული მაქვს, რომ უფრო არ შემოვარტყი ყურის ძირში მაგ გარეწარს
ევროსასამართლოს გადაწყვეტილება შსს-ს ხელს არ აძლევს, აზრის დევნის პრაქტიკა აწარმოოს - საია მილაძის საქმეზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics