|
2016-09-07 10:27:32, 792 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში პირველად გარემოსდაცვითი მენეჯმენტისა და პოლიტიკის 2-წლიანი სამაგისტრო პროგრამა შეიქმნა
საქართველოში პირველად გარემოსდაცვითი მენეჯმენტისა და პოლიტიკის 2-წლიანი სამაგისტრო პროგრამა შეიქმნა,–ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. მისი განმარტებით, სამაგისტრო პროგრამა „გარემოს დაცვითი მენეჯმენტი და პოლიტიკა" არის ქვეყნის განათლების სისტემისათვის ახალი მიმართულება, რომლის უმთავრესი მიზანია გარემოსდაცვითი მენეჯმენტისა და პოლიტიკის სფეროში კვალიფიციური კადრების მომზადება. „ჩვენი მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტია გარემოს დაცვა. გარემოს დაცვითი მენეჯმენტისა და პოლიტიკის მიმართულებით ეს არის პირველი სამაგისტრო პროგრამა, რომელიც ხორციელდება საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ერთობლივი ძალისხმევით. GIZ–ი აფინანსებს 90%-მდე აღნიშნული პროგრამის საფასურის. მინდა მადლობა გადავუხადო გერმანიის მთავრობას ამ ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის,"– განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)