|
2016-09-06 19:05:34, 1217 ნახვა
კომენტარი
ნიკა გვარამია: მივმართავ უზენაეს სასამართლოს - მიიღოს სწორი გადაწყვეტილება და ტერორში ნუ გვამყოფებენ
„რუსთავი 2“-ის საქმეზე არხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ სპეციალური ბირიფინგი გამართა. გვარამია უზენაეს სასამართლოს მიმართავს და მას სწორი გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, საქმეში მათი მთავარი არგუმენტი არა ირაკლი ოქრუაშვილის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტია, არამედ ის, რომ არხის მფლობელები აბსოლუტურად მართლები არიან. "პირველ რიგში, ჩვენი მთავარი არგუმენტი ამ საქმეში არა ირაკლი ოქრუაშვილის წარმოდგენილი დოკუმენტია, არამედ ის, რომ რუსთავი2-ის მფლობელები არიან აბსოლიტურად მართლები. მათ მიერ სამართლიანად მოხდა ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება და პირველი ორი ინსტანციის გადაწყვეტილება არის უკანონო. კეთილსინდისიერი მყიდველისთვის ქონების ჩამორთმევა არ ხდება. მივმართავ უზენაესს სასამართლოს, რომელიც იხილავს ამ სარჩელის დასაშვებობას ზეპირად მოსმენის გარეშე. 4-დან 1 კრიტერიუმის დაკმაყოფილებაა საჭირო, რომ საქმეზე წარმოება დაიწყოს. ჩვენი კი ოთხივეს აკმაყოფილებს. მივმართავ ამ კოლეგიას, მიიღონ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება სწრაფად, ნუ გვამყოფებენ ტერორის ქვეშ. ის, რასაც უზენაესი სასამართლო აკეთებს, არის ტერორი რუსთავი2-ის თანამშრომლების და მისი მაყურებლების წინაშე. მუდმივი მოლოდინი, თუ როდის მოვა ფოსტით შეტყობინებ ან აღმასრულებელი ან სულაც გასამხედროებული ფორმირება, რომ რუსთავი2-დაიკავოს. ეს არის ტერორი, რომელსაც აწარმოებს უზენაესი სასამართლო", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)