|
2016-09-06 16:43:10, 1147 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი: საქართველოსა და ლიტვას შორის სავაჭრო ბრუნვა კიდევ უფრო გაიზრდება
6 სექტემბერს თბილისში საქართველო–ლიტვის მთავრობათაშორისი კომისიის მეორე სხდომა გაიმართა, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ საქართველოს მხრიდან პირველი ვიცე–პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და ლიტვის ეკონომიკის მინისტრი ევალდას გუსტასი. მთავრობათაშორისი კომისიის სხდომები 2015 წლიდან ყოველწლიურად იმართება და მასზე ორ ქვეყანას შორის მნიშვნელოვანი სოციალურ–ეკონომიკური საკითხები იხილება. კომისიის სხდომის დაწყებამდე, საქართველოს პირველი ვიცე–პრემიერის, დიმიტრი ქუმსიშვილისა და ლიტვის ეკონომიკის მინისტრის ევალდას გუსტასის პირისპირ შეხვედრა გაიმართა, რომელზეც მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო–ეკონომიკური ურთიერთობები და მათი შემდგომი განვითარების შესაძლებლობები განიხილეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ, მთავრობათაშორისო კომისიის სხდომა ჩატარდა, რომელზეც მოხსენებები დიმიტრი ქუმსიშვილმა ევალდას გუსტასმა გააკეთეს. პირველი ვიცე–პრემიერის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ლიტვა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია. მისი თქმით, შარშან ლიტვასთან საქართველოს სავაჭრო ბრუნვა, სხვა ქვეყნებისაგან განსხვავებით, გაიზარდა, საერთო სავაჭრო ბრუნვამ კი თითქმის 79 მილიონ დოლარს მიაღწია. დიმიტრი ქუმსიშვილი ასევე დადებითად შეაფასა ორმხრივი ვაჭრობის მაჩვენებელი 2016 წლისათვის. პირველმა ვიცე–პრემიერმა ასევე დადებითად შეაფასა თანამშრომლობა ტურიზმის სფეროში და განაცხადა, რომ ზრდის კარგი ტენდენციები არსებობს. დიმიტრი ქუმსიშვილმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა თანამშრომლობის პერსპექტივებზე აგროსექტორის მიმართულებით. მისი განცხადებით, თავის დროზე, ლიტვამ მოახდინა საკუთარი აგროსექტორის სინქრონიზაცია და ადაპტაცია ევროპული რეგულაციების შესაბამისად. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, დღეს საქართველოც ამ გზას გადის და უწევს ევროპულ კანონმდებლობასთან საკუთარი ნორმატიული ბაზის სინქრონიზაცია. ამდენად, მისი თქმით, ლიტვის გამოცდილების გაცნობა საქართველოსთვის მნიშვნელოვანია. კომისიის სხდომაზე მხარეებმა განიხილეს ვაჭრობის, ინვესტიციების, კულტურის, მეცნიერების, ტრანსპორტის, კომუნიკაციების, ჯანდაცვის და სხვა საკითხებში. ასევე საუბარი წარიმართა იმ მხარდაჭერაზე, რომელსაც ლიტვა უწევს საქართველოს ვიზალიბერალიზაციის მიმართულებით. (NS)
მეუფე ზენონი - არსებობს საფრთხე,სიძულვილის ენასთან ბრძოლის იდეა გადაიქცეს კონტროლის მექანიზმად
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები: სამუშაო ჯგუფში საპატრიარქო ჩაერთვება
ელისაშვილი მდინარაძეზე: სინანული მაქვს, რომ უფრო არ შემოვარტყი ყურის ძირში მაგ გარეწარს
ევროსასამართლოს გადაწყვეტილება შსს-ს ხელს არ აძლევს, აზრის დევნის პრაქტიკა აწარმოოს - საია მილაძის საქმეზე
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)