|
2016-09-06 15:17:58, 709 ნახვა
საზოგადოება
ქუთაისის ქუჩა რამდენიმე დღეში გაიხსნება
თბილისის მერიის ინფორმაციით, ქუთაისის ქუჩის რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა. მათივე ცნობით, ამ მომენტისათვის სავალ ნაწილზე ასფალტის საფარი იგება.უკვე დასრულდა საფეხმავლო ტროტუარებისა და ბეტონის ბორდიურების რეაბილიტაცია. პროექტის ფარგლებში, განხორციელდა დაზიანებული ასფალტის საფარის დემონტაჟი. სამუშაოები 3500 კვ.მ ფართობზე მიმდინარეობს. ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ ქუთაისის ქუჩაზე წყალსადენის ქსელის მოძველებული 880 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით შეცვალა. ასევე, წყალარინების ქსელის 200 მეტრის სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი განაახლა. წყალმომარაგების სტაბილურობისა და გაუმჯობესებისათვის კომპანიამ, ახალი ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები დაამონტაჟა. აღნიშნული ღონისძიებები ქუთაისის ქუჩის წყალმომარაგებას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. დაგეგმილი კაპიტალური სამუშაოებიდან გამომდინარე, ქუთაისის ქუჩა 25 ივლისს გადაიკეტა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის მარშრუტები დროებით შეიცვალა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)