14:47 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-06 14:12:22, 1139 ნახვა

ეკონომიკა
ქუმსიშვილი: 2016 წელს კერძო სექტორმა 32 500 ადამიანით მეტი დაასაქმა

საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის სახელით  ბიზნესის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა.

როგორც ქუმსიშვილმა განმარტა,  კერძო სექტორმა 2016 წლის მეორე კვარტალში 2015 წლის პირველ კვარტალთან შედარებით 32 500 ადამიანით მეტი დაასაქმა, რაც 5,7%-იანი ზრდაა.

„დღეის მდგომარეობით, სტატისტიკის დეპარტამენტის ინფორმაციით, კერძო სექტორში ჩვენ გვყავს 601 ათასი ადამიანი დასაქმებული, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ განსაკუთრებული ზრდა ჩვენ გვქონდა მცირე საწარმოებში 12, 8 პროცენტიანი ზრდა ეს არი 16823 ადამიანი. ეს არი შედარება 2015 წლისა და 2016 წლის მეორე კვარტლებს შორის და 148 374 ადამიანი არის დასაქმებული მცირე საწარმოებში. ზრდა გვქონდა მსხვილ საწარმობში 7,3 პროცენტიანი ზრდა ეს არის 24 896 ადამიანი და მსხვილ საწარმოებში დღეს არი დასაქმებული 365861 ადამიანი, ხოლო საშუალო საწარმოებში დასაქმებულია 86000 ადამიანი. მთლიან დასაქმებულებში ლიდერობს ვაჭრობა. აქ არის 25,5  პროცენტი, რომელსაც მოყვება მრეწველობა 18,7%, ჯანდაცვა 10,3% “,- აღნიშნა ქუმსიშვილმა.

მისივე თქმით,  საშუალო თვიურმა ხელფასმა, რაც არის ბიზნეს სექტორში,  978 ლარი შეადგინა, რაც 14,8%-იანი ზრდაა.

„2015 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, 2016 წლის მეორე კვარტალში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების ყველაზე მაღალი 6.9%-იანი ზრდა დაფიქსირდა მცირე საწარმოებში, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია,. მინდა ბიზნესს საქართველოს მთავრობის სახელით მადლობა გადავუხადო“’- განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics