11:08 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-06 13:00:47, 959 ნახვა

პოლიტიკა
ლევან ბერძენიშვილი: იმედია, ვიზალიბერალიზაცია შეჩერების მექანიზმის ამოქმედებამდე მოგვენიჭება

„რესპუბლიკური პარტიის“ წევრი ლევან ბერძენიშვილი ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტის გუშინდელ გადაწყვეტილებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ვიზალიბერალიზაციის მინიჭება ქვეყანაში არსებულ დემოკრატიულ პროცესებზე არაა დამოკიდებული.

როგორც ბერძენიშვილმა „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, ევროპარლამენტს ამ ეტაპზე ქვეყნებისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმი არ აქვს. მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაცია ასეთი მექანიზმის შექმნამდე მიენიჭება.

„გუშინ სამი კენჭისყრა იყო, ესაა უკრაინა, საქართველო და კოსოვო. ვიზალიბერალიზაციის საკანონმდებლო ინიციატივას სამივე შემთხვევაში უმრავლესობით დაუჭირეს მხარი. არ მგონია, აქ საუბარი იყოს იმაზე, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხის სხდომაზე გასვლა ქვეყანაში არსებული დემოკრატიული მდგომარეობით იყოს განპირობებული. ჩვენ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ყველა ეტაპი შევასრულეთ. ევროპარლამენტის 51 წევრიდან 43 დაგვიჭირა მხარი, 5 იყო წინააღმდეგი და 3-მა წევრმა თავი შეიკავა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ფარული კენჭისყრაა, ზუსტად ვიცი ვინ დაგვიჭირა მხარი და ვინ არა. იმიტომ, რომ ყველასთან გვქონდა საუბრები და შეხვედრები. გარდა იმისა, რომ საქართველოს მთავრობამ მასზე დაკისრებული ვალდებულებები შეასრულა, საქართველოს პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბერძენიშვილი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე - სამივე დავდიოდით და კომიტეტის ყველა წევრის აზრი ვიცოდით. ზოგიერთი წევრი გამდოვიბირეთ, ზოგიერთი ვერ გადმოვიბირეთ. მთლიანობაში, ეს არის პროცესის დასასრულის დასაწყისი - კენჭისყრამდე პირველად მივიდა საქმე. ამის შემდეგ ევროპარლამენტში პლენარული სესია რჩება, სადაც სრულიად ნათელია, რომ აუცილებლად, ევროპარლამენტი კომიტეტის გადაწყვეტილებას დაეთანხმება. პრობლემა გახლავთ ის, რომ ევროკავშირის საბჭოში გადაწყვეტილება მიიღება მანამ, სანამ მათ შეჩერების მექანიზმი აქვთ თუ მის მერე. იმედია, ვიზალიბერალიზაცია შეჩერების მექანიზმის ამოქმედებამდე მოგვენიჭება“, - აცხადებს ბერძენიშვილი.

შეგახსენებთ, რომევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტმა (LIBE) საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკანონმდებლო ინიციატივას მხარი დაუჭირა. საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას კომიტეტის 44 წევრმა მისცა ხმა, წინააღმდეგი ხუთი იყო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„რუმს ჰოტელსისა“ და „აჭარა ჯგუფის“ დამფუძნებელი თემურ უგულავა გარდაიცვალა
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი - ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
ცაჰალის ცნობით, მოკლეს ჰამასის მეთაური აბუ მუსტაფა, რომელიც 7 ოქტომბრის თავდასხმასთან იყო დაკავშირებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics