|
2016-09-06 12:46:43, 828 ნახვა
საზოგადოება
ონაშვილის ქუჩაზე მდებარე №37-ე ახალ ბაღში რეგისტრაცია 12 სექტემბერს დაიწყება
ისნის რაიონში, ონაშვილის ქუჩის №1-ში მდებარე №37-ე ახალ საბავშვო ბაგა-ბაღში ბავშვების ელექტრონული რეგისტრაცია 12 სექტემბერს, 12:00 საათზე დაიწყება. მერიის ინფორმაციით, მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებ-გვერდზე www.kids.org.ge. № 37 საბავშვო ბაგა-ბაღი ერთ-ერთია იმ შვიდი ბაღიდან, რომელთა მშენებლობა გასულ წელს დაიწყო. ახალ საბავშვო ბაგა-ბაღში აღსაზრდელთა 12 ჯგუფი შეიქმნება, რომელთაგან 3 იქნება ბაგა. ორსართულიანი შენობა 2 300 კვ.მ-ს მოიცავს, სადაც სკოლამდელ განათლებას 450-მდე ბავშვი მიიღებს. შენობა ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის. ამ ეტაპზე ბაღში ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები და სპორტულ-გასართობი მოედნების მონტაჟი მიმდინარეობს. გარდა აღნიშნული ბაღისა, მიმდინარე წელს თბილისში ოთხი ახალი ბაღი გაიხსნა, კიდევ ორის გახსნა კი უახლოეს კვირებში იგეგმება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)