|
2015-03-11 12:55:59, 827 ნახვა
სამართალი
შსს-ს ოფიციალური ვიზიტით ესპანეთის სამეფოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მეკავშირე ოფიცერი ეწვია
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ესპანეთის სამეფოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მეკავშირე ოფიცერი ედუარდო ლუის ფერნანდეს მარტინი ეწვია. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. შსს-ს ინფორმაციით, მეკავშირე ოფიცერი საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, რეფორმებისა და განვითარების სააგენტოს და საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე ოფიცერი შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურას, ევროინტეგრაციის მიმართულებით განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს გაეცნო. მხარეებმა საუკეთესო გამოცდილების გაზიარების და შესაძლებლობების ზრდის კუთხით სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს. ასევე დაიგეგმა ორმხრივი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა. გარდა ამისა, მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ორ ქვეყანას შორის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობა მომავალში უფრო გაღრმავდება, რასაც ხელს შეუწყობს მიმდინარე წლის იანვარში ქალაქ მადრიდში ხელმოწერილი შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და ესპანეთის მთავრობას შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“.
"ლელო-ძლიერი საქართველო": გასული 34 წლის მანძილზე საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარ ყველა შეიარაღებულ კონფლიქტში ჩვენი ქვეყანა მუდამ იცავდა საკუთარ სახელმწიფო ინტერესებს
ნინო სუხიშვილი მიმართვას ავრცელებს
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)