14:48 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-05 18:02:45, 1468 ნახვა

ეკონომიკა
ზურაბ პატარაძე სასტუმრო ,,მეგაპოლისის" მშენებლობის პროცესს გაეცნო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე სასტუმრო „მეგაპალასის" მშენებლობის პროცესს გაეცნენ. 

მთავრობის წარმომადგენლებს პროექტის დეტალები შპს „მეგაპალასის" დირექტორმა ედუარდ ხიმშიაშვილმა გააცნო. პროექტით რეგიონში დაახლოებით 14 მლნ. ლარის ინვესტიცია ხორციელდება. 30 სართულიან შენობაში სულ 105 სასტუმრო ნომერი, კაზინო, რესტორანი, საცურაო აუზი და სხვა ობიექტები განთავსდება. ამ ეტაპზე დასრულებულია შენობის მშენებლობის სამუშაოები და გარე და შიდა ფასადის მოწყობა(ლიფტების და ფანჯრების მონტაჟი, კიბეების მოწყობა და სხვა.) მიმდინარეობს. მშენებლობაზე 80 ადამიანია დასაქმებული. მშენებლობა 2014 წელს დაიწყო და ის 2017 წელს დასრულდება.

მნიშვნელოვანია, რომ რეგიონში რამდენიმე მსხვილი ინვესტიცია სწორედ სასტუმროების მშენებლობას უკავშირდება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შპს „ალიანსის" სასტუმროს მშენებლობა, რომელშიც ოპერირებას საერთაშორისო ბრენდი „ქორთიარდ მარიოტი" განახორციელებს, ასევე ახალ ბულვარში დასრულების სტადიაშია სასტუმრო „მეტრო სითი 2", სადაც 50 მლნ დოლარის ინვესტიციაზეა საუბარი. სულ მალე გაიხსნება - შპს „მეტრო ატლას ჯორჯია", სასტუმრო "EUPHORIA" .

პარალელურად, გმირთა ხეივანში ერთდროულად 3 მაღალი დონის სასტუმრო კომპლექსი შენდება, რომელთა ოპერირებას საერთაშორისო ბრენდები განახორციელებენ. სამივე პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება არანაკლებ 31 მლნ დოლარს შეადგენს.

(NS)









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics