08:00 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-05 17:29:10, 1877 ნახვა

მსოფლიო
ობამას განცხადებით, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა იყო კონსტრუქციული, თუმცა არა დასკვნითი

აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას განცხადებით, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა იყო კონსტრუქციული, თუმცა არა დასკვნითი.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა საქმიანი იყო. მათ განიხილეს სირიის, უკრაინისა და კიბერუსაფრთხოების საკითხები.

როგორც ჰანჩჟოუში “დიდი ოცეულის” სამიტის დასასრულს გამართულ პრესკონფერენცაზე ბარაკ ობამამ განაცხადა, მან ვლადიმერ პუტინთან ისაუბრა ორი ქვეყნის მთავარ დიპლომატებს შორის სირიის საკითხზე მიმდინარე მოლაპარაკებებზე.

ობამას განცხადებით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ დიპლომატებს დაავალებენ, უახლოეს დღეებში მიაღწიონ მოლაპარაკებების ისეთ ეტაპს, რაც მხარეებს სირიაში ცეცხლის შეწყვეტის გრძელვადიან შესაძლებლობას მისცემს. როგორც აშშ-ის ლიდერმა აღნიშნა, სირიაში ამჟამად შექმნილი ვითარება, როდესაც, მისი თქმით, მოსკოვის მოკავშირე დამასკო დაუსჯელად ბომბავს ოპოზიციურ ძალებს, აძლიერებს ექსტრემისტულ ჯგუფებს.

რაც შეეხება უკრაინის კონფლიქტს, ბარაკ ობამამ მინსკის შეთანხმებების შესრულების აუცილებლობაზე ისაუბრა. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, მან რუსეთის ლიდერს მკაფიოდ განუცხადა, რომ სანქციები მინსკის შეთანხმებების შესრულებამდე არ გაუქმდება.

ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა კიბერუსაფრთხოებაზეც იმსჯელეს. აშშ-ის პრეზიდენტმა შეშფოთება გამოთქვა რუსეთიდან და სხვა ქვეყნებიდან განხორციელებული კიბერშეტევების გამო. ბარაკ ობამამ იმედი გამოთქვა, რომ კიბერშესაძლებლობების მქონე ყველა სახელმწიფო იმოქმედებს პასუხისმგებლობით და არ გამოიყენებს თავის ტექნოლოგიებს სხვა ქვეყნების დასასუსტებლად. როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, ვაშინგტონს არ სურს, კიბერსივრცეში “შეირაღების რბოლა” იხილოს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics