|
2016-09-05 16:31:52, 1024 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიუროსა და ვეტერანების საქმეთა სამსახურს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიუროსა და სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორმა ანდრია გოცირიძემ და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ მოაწერეს. მემორანდუმი ვეტერანი მებრძოლების სამოქალაქო ცხოვრებაში ინტეგრაციის კუთხით, კიბერუსაფრთხოების ბიუროსა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს შორის მჭიდრო თანამშრომლობას ისახავს მიზნად. კიბერუსაფრთხოების ბიუროში, სოციალური რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, ვეტერანებს გადაამზადებენ. ანდრია გოცირიძის განცხადებით, კიბერუსაფრთხოების ბიურო მზად არის, სხვა უწყებებთან თანამშრომლობის ფარგლებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ გამოყოფილი თანამშრომლები მოამზადოს, რომლებიც კიბერინციდენტებთან დაკავშირებით ლექციებს მოისმენენ.
ბელგოროდის რეგიონში სარაკეტო თავდასხმის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა
მთავრობამ თელავის მუნიციპალიტეტს სტიქიის სალიკვიდაციოდ ნახევარი მილიონი ლარი გამოუყო
ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით ორი პირია დაკავებული, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი
კორუფციის ბრალდებით ჩინოვნიკები დააკავეს, მათ ქრთამი აიღეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)