14:47 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-05 15:44:45, 1474 ნახვა

ეკონომიკა
ვახტანგ ბუცხრიკიძე: ქართული ბანკები ძალიან მყარია

"თიბისი ბანკის" გენერალური დირექტორის ვახტანგ ბუცხრიკიძის განცხადებით, საქართველოში მყარი ბანკებია და მათი  გაკოტრების საფრთხე არ არსებობს.

ამის შესახებ ბუცხრიკიძემ  სს "კავკასიის განვითარების ბანკი - აზერბაიჯანის“  გაკოტრებაზე და საქართველოში მოქმედი მის შვილობილი ბანკისთვის "კავკასიის განვითარების ბანკი-საქართველო" საბანკო საქმიანობის ლიცენზიის  გაუქმებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ბუცხრიკიძის მტკიცებით,  კვლევები ადასტურებს, რომ საბანკო სექტორი ყველაზე მეტად განვითარებული საქართველოშია:

" ბოლო 10-15 წლის განმავლობაში უამრავი კვლევები აჩვენებს, რომ ფინანსური სექტორი, საბანკო სექტორი არის  ყველაზე უფრო განვითარებული საქართველოში. ამ შემთხვევაში არსებობს მაქსიმალური ნდობა და კვლევები ყოველთვის აჩვენებდა, რომ უმაღლესი მაჩვენებელი ნდობის კუთხით საქართველოში საბანკო სექტორს გააჩნია. მაგალითად მინდა მოვიყვანო 2008-2009 წლები, როდესაც საქართველოში ყველაფერი ერთად ცუდად მოქმედებდა, აგვისტოს მოვლენები 2008 წელს, შემდეგ დაერთო მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა, გლობალური ფინანსური კრიზისი, მაგრამ არც ერთი ქართული ბანკი არ გაკოტრებულა და არც ერთ ქართულ ბანკში  არ გამხდარა საჭირო სახელმწიფოს ჩარევა ( როგორც მოხდა ეს უამრავ ევროპულ და ამერიკულ ბანკებში). ქართული ბანკები ძალიან მყარია.ერთ-ერთი მიზეზი ამის არის ის, რომ საკმაოდ მკაცრი რეგულირებაა ეროვნული ბანკის კუთხით",-განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics