|
2016-09-05 11:49:34, 617 ნახვა
საზოგადოება
აჭარაში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში გაწმენდითი სამუშაოები დღეს დილიდანვე ერთდროულად 9 ლოკაციაზე მიმდინარეობს. ამ წუთებში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნადიმ ვარშანიძე ადგილზე ეცნობა მიწის მასისგან გაწმენდით სამუშაოებს სოფელ თხილნარში, ერგეში და ახალსოფელში. 4 სექტემბრის ღამით მოსულმა უხვმა ნალექმა მეწყრული მოვლენები გამოიწვია ამდენიმე სოფელში. ახალსოფელსა და თხილნარში ჩახერგილია ცენტრალური გზები, გარე სამყაროსაა მოწყვეტილი 12 ოჯახი. დატბორილია სოფელ ახალსოფლის ცენტრი. სოფელ ახალსოფლის და ავგიის დამაკავშირებელ გზაზე მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთებთან ჩამოწვა და ზოგან განმეორდა მეწყერი. მსგავსი მდგომარეობაა სოფელ სარფში კალენდერეს გზაზე. მთელი ღამის განმავლობაში შპს „ბათუმის წყლის" მობილურმა ჯგუფებმა გუშინ მოსული უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების აღმოსაფხვრელად გაწმენდითი სამუშაოები განახორციელეს. ჩამოწოლილი მეწყრის პირველადი დასუფთავებითი სამუშაოები გუშინვე განხორციელდა, ხოლო დღეს დამეწყრილი ტერიტორიის კაპიტალურად გაწმენდა მიმდინარეობს. ბოლო დღეების განმავლობაში სპეცტექნიკის მეშვეობით გონიოში, კერძოდ, მუსხელიშვლის, ავგიის, აფსაროსის, სვიმონ კანანელის ქუჩებსა და იოანე ლაზის I შესახევევში ღია სანიაღვრე არხები გაიწმინდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)