|
2016-09-02 17:39:26, 638 ნახვა
საზოგადოება
საბურთალოს რაიონის გამგეობამ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საბურთალოს რაიონის გამგეობა ორ ორგანიზაციასთან ითანამშრომლებს - რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ ააიპ „კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველოსა (LAG) და ააიპ „მდგრადი განვითარების ცენტრი რემისიის“ წარმომადგენლებთან ერთად ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი. მემორანდუმი თბილისში არსებული ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების პროცესში თანამშრომლობის გაღრმავებასა და გაძლიერებას ისახავს მიზნად. თანამშრომლობა ითვალისწინებს ტექნიკური დახმარების ცენტრის შექმნას და მის ბაზაზე, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლებისათვის უნარ-ჩვევების ამაღლების მიზნით, სხვადასხვა მიმართულების სასწავლო კურსების ჩატარებას. მემორანდუმით მიხედვით, საინტერესო მიმართულება იქნება გამგეობასთან შეთანხმებით შერჩეული ერთ-ერთი მრავალსართულიანი სახლის „ენერგოეფექტურობის აუდიტის“, ასევე კორპუსის მიერ მზის ენერგიიდან ელექტროენერგიისა მისაღებად საპილოტე პროექტის მომზადება, რაც სამომავლოდ საფუძველი იქნება პროგრამული საპროექტო წინადადებისათვის. თავის მხრივ, LAG-ი იღებს ვალდებულებას უზრუნველყოს სამიზნე ამხანაგობების შესაძლებლობების გაძლიერება მათ საჭიროებებზე მორგებული ტრენინგების ჩატარებით. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)