14:47 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-02 13:46:31, 1259 ნახვა

ეკონომიკა
ლატვიური კომპანია „FERRUS"-ი საქართველოს ტურიზმის სექტორში ინვესტირებით დაინტერესდა

მსხვილი ლატვიური კომპანია „FERRUS"-ი საქართველოს ტურიზმის სექტორში ინვესტირებით დაინტერესდა–ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის და კომპანია „FERRUS"-ის წარმომადგენელთა  შეხვედრაზე აღინიშნა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ლატვიური კომპანია, რომლის საქმიანობის ერთ–ერთი მთავარი მიმართულება  ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობაა, საქართველოში ბიზნესის წარმოებას გეგმავს.

„FERRUS"-ის წარმომადგენლებმა საქართველოს პრემიერ–მინისტრს მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია  კომპანიის საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ტურისტულ პოტენციალს და ხაზი გაესვა ქვეყანაში  არსებულ  ღია, გამჭვირვალე,  ხელსაყრელ ბიზნესგარემოს.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ეკონომიკური საბჭოს მდივანი გიორგი გახარია, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე და მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული პროექტების კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი ზურაბ ალავიძე  დაესწრნენ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics