|
2016-09-02 12:16:27, 1387 ნახვა
საზოგადოება
გივი აზაურაშვილი: იუსტიციის სახლის სტუმრებისათვის პარკინგი უფასო დარჩა
იუსტიციის სახლის აღამასრულებელი დირექტორი გივი აზაურაშვილი "ერთიანი ნაცონალური მოძრაობის" წევრის ნიკა რურუას დღევანდელ განცხადებას ეხმაურება. აზაურაშვილის განმარტებით, ავტოპარკინგი იუსტიციის სახლში მიმსვლელებისთვის, ფაქტობრივად, უფასო დარჩა, რადგან 45 წუთამდე თანხის გადახდა არავის უწევს: " იუსტიციის სახლში მომსვლელ ადამიანს მანქანის გასაჩერებელი საკმარისი რაოდენობის ადგილი უნდა ჰქონდეს პარკინგზე, რომ პარკინგი იყოს მოწესრიგებული და მეტად უსაფრთხო. ესაა მთავარი მიზანი. ამისათვის იუსტიციის სახლმა გამოაცხადა საჯარო აუქციონი. საჯარო აუქციონში გამარჯვებული გამოვლინდა და ახლა ის კერძო კომპანია ახორციელებს ამ პარკინგის მართვას. მთავარი ასევე არის ის, რომ იუსტიციის სახლის სტუმრებისათვის, დიდი უმრავლესობისათვის, პარკინგი დარჩა უფასო. გამომდინარე იქიდან, რომ 45 წუთამდე პარკინგზე დგომა არის აბსოლუტურად უფასო",-განუცხადა "ექსპრესნიუსს" იუსტიციის სახლის აღმასრულებელმა დირექტორმა გივი აზაურაშვილმა. შეგახსენებთ, დღეს გამართულ ბრიფინგზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატმა ნიკა რურუამ განაცხადა, რომ იუსტიციის სახლის კუთვნილი ავტოსადგომი ფასიანი გახდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)