|
2016-09-02 11:15:02, 1279 ნახვა
კომენტარი
ბურჭულაძე: გიგი უგულავას ნაჩუქარი საათით მივედი, ბატონ ბიძინას კი, ჩემი ნაჩუქარი საათი ეკეთა ხელზე
გიგი უგულავას ნაჩუქარი საათით მივედი და ბატონ ბიძინას ჩემი ნაჩუქარი საათი ეკეთა ხელზე, - ასე უპასუხა „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერმა პაატა ბურჭულაძემ ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის მიერ მისი მისამართით გაკეთებულ განცხადებას. საკმაოდ საინტერესო აზრია, რომ მე თურმე ვყოფილვარ „ნაციონალური მოძრაობის“, თუ არ ვიტყვით იმას, რომ მე ვიყავი ერთ-ერთი დაზარალებული „ნაციონალური მოძრაობისა“ თავის დროზე. საერთოდ ალბათ ეჭვი შეეპარათ იმიტომ, რომ ჩვენთან შემოდის როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ასევე „ქართული ოცნების“ ძალიან წარმატებული ადამიანები. ესენი არიან: იუსტიციის მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე გიორგი ვაშაძე, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე კარგი სპეციალისტი იყო „ნაციონალურ მოძრაობაში“ და იგივე არის დავით ჯანდიერი, რომელიც იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე იყო „ოცნებაში“ და ისიც შემოვიდა ჩვენთან“, - განაცხადა ბურჭულაძემ „მაესტროს“ ეთერში. ცნობისთვის, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გუშინ განაცხადა, რომ მას ჰქონდა მცდელობა, პაატა ბურჭულაძეს დაახლოებოდა, თუმცა ბურჭულაძე მასთან შესახვედრად უგულავას მიერ დაჯილდოებული საათით მივიდა. „მანჩვენთან თანამშრომლობა არ ისურვა”, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)