|
2016-09-01 18:46:08, 781 ნახვა
საზოგადოება
სასჯელაღსრულების სამინისტრო მსჯავრდებულ ოთარ ვარამაშვილის დის განცხადებას სიცრუეს უწოდებს
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო სიცრუეს უწოდებს მსჯავრდებულ ოთარ ვარამაშვილის დის განცხადებას იმის თაობაზე, თითქოს, ოჯახს ბოლო ორი თვის განმავლობაში მსჯავრდებულთან კონტაქტისა და მისი ნახვის საშუალება არ ჰქონდა. რაც შეეხება სატელეფონო საუბარს, სამინისტრომ თავის განცხადებაში ერთხელ უკვე აღნიშნა, რომ ვარამაშვილი სასჯელის მოხდის პერიოდში ხშირად არღვევდა სარეჟიმო მოთხოვნებს. დადგენილი მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში კი, პატიმრის მიმართ შესაძლებელია გამოყენებულ იქნას სხვადასხვა დისციპლინური სახდელი, მათ შორის სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 3 თვის ვადით. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულება გაასაჩივროს სასამართლოში. სწორედ აღნიშნული უფლება გამოიყენა მსჯავრდებულმა ოთარ ვარამაშვილმა და 2016 წლის 31 აგვისტოს პატიმარი გაყვანილ იქნა რუსთავის საქალაქო სასამართლოში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)