|
2016-09-01 17:13:55, 820 ნახვა
საზოგადოება
პატრიაქრი: იმედი მაქვს, რომ ჩვენი სამხედროები ცოცხლები არიან
მე აქ მოვედი არა სამძიმარის სათქმელად, არამედ იმედი მაქვს, რომ ჩვენი სამხედროები ცოცხლები არიან, - ასე მიმართა საქართველოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ გიონში, დაკარგული 2 სამხედრო მოსამსახურის ოჯახების წევრებს. ილია მეორემ ოჯახის წევრები და გონიოში შეკრებილი ადამიანები დალოცა. „მე იმედი მაქვს, რომ ისინი ცოცხლები არიან და ვიპოვით. ღმერთი მოწყალეა და მე ვლოცულობ მათი დაბრუნებისთვის“, - აღნიშნა საქართველოს პატრიარქმა. ცნობისთვის, გონიოშ ზღვაში დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების პატივის მიგების ცერემონიალი იმართება. შეგახსენებთ, რომ სპეციალური ოპერაციების ძალების ორი სამხედრო მოსამსახურე - კაპრალი იაგო შარაძე და I კლასის რიგითი გიორგი ნანეტაშვილი, რომლებიც მებრძოლ-მყვინთავთა კურსს გადიოდნენ, შავ ზღვაზე გეგმიურ საზღვაო სპეცდანიშნულების სწავლებაში მონაწილეობდნენ. საწვრთნელი ვარჯიშის დროს, ზღვაში სიღმითი ჩაყვინთვის შემდეგ, გიორგი ნანიტაშვილმა და იაგო შარაძემ ვერ შეძლეს ზღვის ზედაპირზე ამოსვლა და ამ დრომდე მათი ადგილსამყოფელი დაუდგენელი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)