|
2015-03-10 16:37:14, 1427 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი ბანკის“ ინოვაციური შეთავაზება ბიზნესით დაინტერესებულ პირებს
„თიბისი ბანკის“ ბიზნესის მხარაჭერის პროგრამა დამწყებ და მოქმედ მეწარმეებს კიდევ ერთ საგანმანათლებლო პროექტს სთავაზობს. „თიბისი ბიზნესაკადემია“ ყველასათვის ხელმისაწვდომი, უფასო აპლიკაციაა, რომელიც ბიზნესის საკითხებით დაინტერესებულ ყველა პირს საშუალებას მისცემს საქმიანობის წამოწყებისა და განვითარებისთვის აუცილებელი ცოდნა ვირტუალურ რეჟიმში შეიძინონ და ბიზნესის მართვის მოწმობა მოიპოვონ. ბიზნეს აკადემიაში ჩარიცხვის შემდეგ მსმენელებს ვირტუალურ სამყაროში, ვებ-აპლიკაციის მეშვეობით შესაძლებლობა ექნებათ: მოისმინონ ლექციები, გაეცნონ მასალებს ბიზნესის მართვის, ფინანსების საფუძვლებისა და ზოგადი მენეჯმენტის შესახებ; ისწავლონ ბიზნეს გეგმის შემუშავება და რეალურად მოემზადონ ბიზნესის დასაწყებად; სპეციალური ტესტების საშუალებით შეამოწმონ მიღებული ცოდნა და მიიღონ ელექტრონული სერთიფიკატები და მედლები. “ბიზნესის ხელშეწყობა თიბისი ბანკის ერთერთი პრიორიტეტია. სწორედ ამას ემსახურება ჩვენი ახალი პროექტი, თიბისი ბიზნესაკადემია. დარწმუნებული ვარ, ამ აპლიკაციის მეშვეობით დამწყები თუ მოქმედი ბიზნესმენები ბევრ სასარგებლო ცოდნას მიიღებენ. ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ბიზნეს-სექტორის და მთლიანად ქართული ეკონომიკის გაძლიერების საქმეში“, - აცხადებს „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე. „თიბისი ბიზნესაკადემია“ ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე www.tbcbusiness.ge აკადემიაში ჩარიცხვა შესაძლებელია Facebook-ის ან ელფოსტის მეშვეობით. აიღეთ ბიზნესის მართვის მოწმობა და გაიუმჯობესეთ ბიზნესის მართვის უნარები! დასარეგისტრირებლად ეწვიეთ http://bit.ly/1KL2ZWR
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
უხვმა ნალექმა დედაქალაქის ათივე რაიონში პრობლემები შექმნა - თბილსერვის ჯგუფი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)