|
2016-09-01 13:16:30, 671 ნახვა
საზოგადოება
ნარმანიამ მაიაკოვსკის ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მაიაკოვსკის ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. როგორც "ექსპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს, ბაღში ქვაფენილი დაიგო, ბორდიურები მოეწყო, შადრევანი განახლდა და მრავალწლოვან ხეებს სხვლა-ფორმირება ჩაუტარდა. დიდუბის რაიონის გამგეობამ ბაღში ასევე საბავშვო გასართობი კუთხე მოაწყო. იწყება რულონური გაზონის დაგება. „მაიაკოვსკის ბაღის აღდგენა ამ წლის გაზაფხულზე დავიწყეთ. მოსახლეობა დიდი ხნის განმავლობაში ელოდებოდა ამ პროექტის განხორციელებას. სკვერი აღდგება მთლიანად, ეწყობა მწვანე საფარი, ბავშვებისთვის სათამაშო მოედანი, რომელიც თითქმის დასრულებულია, კეთდება ასევე სარწყავი სისტემა. შემოდგომისთვის აქ დაირგვება მცენარეები. უახლოეს ორ კვირაში დასრულდება ყველა ძირითადი სამუშაო“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. ცნობისთვის, სკვერის რეაბილიტაციისათვის 480 ათასი ლარი დაიხარჯება და სამუშაოები 15 სექტემბერს დასრულდება. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)