|
2016-09-01 12:15:02, 1702 ნახვა
საზოგადოება
ბიძინა ივანიშვილი სამხედროების დაკარგვის გამო, მთელ საქართველოს უსამძიმრებს
საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა GDS-ის ახალი სატელევიზიო პროექტის ფარგლებში მიმდინარე პირველ გადაცემაში საუბარი დაკარგული ჯარისკაცების ოჯახისთვის მისამძიმრებით დაიწყო. ივანიშვილმა მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვა და სამხედროების ოჯახის წევრებს თანადგომა გამოუცხადა: "მინდა, თავდაცვის სამინისტროს, მთელ საქართველოს მივუსამძიმრო მომხდარის გამო. პირველ რიგში კი, თანადგომა გამოვუცხადო დაღუპულების ოჯახს",-აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა. გონიოში დღეს დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების საზღვაო წესით დაკრძალვის ცერემონია დღეს გაიმართება. უწყებაში განმარტავენ, რომ შავ ზღვაში წვრთნის დროს დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების ძებნის ოპერაცია საბოლოოდ არ ჩერებულა. მათი განცხადებით, ძებნის ოპერაციის შეჩერების გადაწყვეტილება თურქეთის სამხედრო საზღვაო ძალების ხომალდის ეკიპაჟმა მიიღო, თუმცა ქართული მხარე ძებნას კვლავ აგრძელებს. შეგახსენებთ, 16 აგვისტოს გონიოს ყოფილი სასროლეთის ტერიტორიაზე, შავ ზღვაში მიმდინარე წვრთნის დროს, ორი სამხედრო მოსამსახურე კაპრალი იაგო შარაძე და I კლასის რიგითი გიორგი ნანეტაშვილი დაიკარგნენ. გამოძიებას მთავარი პროკურატურა აწარმოებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)