|
2016-08-31 17:16:51, 872 ნახვა
საზოგადოება
ერთი და იმავე სქესის წყვილებს შორის ქორწინებას მხარს ორი პარტია უჭერს
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”-ს მიერ შექმნილ ვებ-გვერდ chemikhma.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ქორწინების თანასწორობას მხარს ორი პოლიტიკური პარტია, “რესპულიკური პარტია” და “პლატფორმა ახალი პოლიტიკური ცენტრისთვის გირჩი” უჭერენ. კითხვაზე, “დაშვებული უნდა იყოს თუ არა ერთი და იმავე სქესის ადამიანების ქორწინება”, ცალსახად მხარდამჭერი პასუხი დააფიქსირა “პლატფორმა ახალი პოლიტიკური ცენტრისთვის გირჩმა”, ხოლო რესპუბლიკური პარტია მხარს უჭერს ქორწინებას, თუმცა მიაჩნია, რომ ერთი და იმავე სქესის წყვილებს შვილის ყოლის/აყვანის უფლება არ უნდა ჰქონდეთ. ქორწინების თანასწორობის წინააღმდეგნი არიან “დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველო”, “ეროვნული ფორუმი”, “მრეწველობა გადარჩენს საქართველოს”. კითხვარის მიხედვით, “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” და “თავისუფალმა დემოკრატებმა” განაცხადეს, რომ ერთი და იმავე სქესის ადამიანებს ქორწინების უფლება არ უნდა ჰქონდეთ, შესაძლოა უფლება ჰქონდეთ, რომ ისარგებლონ სამოქალაქო პარტნიორობით, მაგრამ ამ ურთიერთობას არ უნდა ეწოდოს ქორწინება/ოჯახი. ცნობისთვის, Chemikhma.ge „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”-ს მიერ შექმნილი ვებგვერდია, რომლის მიზანია, დაეხმაროს საქართველოს მოქალაქეებს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მათთვის სასურველი არჩევანის გაკეთებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)