|
2015-03-10 13:15:25, 1307 ნახვა
ეკონომიკა
ხადური: ოპოზიციას ჰგონია, რომ პოლიტიკური შოუს მოწყობა ლარს ან ეკონომიკას წაადგება
„ძალიან ვწუხვარ მაგრამ, ჩვენს პოლიტიკურ ოპოზიციას რატომღაც ჰგონია, რომ პოლიტიკური შოუს მოწყობა წაადგება ან ლარს ან ეკონომიკას“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებს განუცხადა. მინისტრის თქმით, უმჯობესი იქნებოდა ვითარება სამუშაო რეჟიმში ყოფილიყო. „ძალიან ვწუხვარ მაგრამ, ჩვენს პოლიტიკურ ოპოზიციას რატომღაც ჰგონია, რომ პოლიტიკური შოუს მოწყობა წარადგება ან ლარს ან ეკონომიკას. მინდა გითხრათ, რომ თუ ჩვენ გამოვალთ და პოლიტიკური შოუს მონაწილეები გავხდებით, არც გაცვლითი კურსი დასტაბილურდება ამით და არც ეკონომიკაში მოხდება ბუმი. პირიქით, ეს პროცესები ხელს შეუშლის არსებული ვითარების განვითარებას. ცხადია სჯობს, რომ სამუშაო ვითარებაში ყოფილიყო ვითარება. ასევე მინდა გითხრათ, რომ კომიტეტები აპირებენ სამუშაო რეჟიმში ვიმუშაოთ, რადგან ჩვენ არასდროს არავისთვის პრობლენმა არ შეგვიქმნია. ჩვენ ვხვდებით პარლამენტის წევრებს და მათ მივაწოდეთ ინფორმაცია ერთ მხარესაც და მეორესაც. ჩვენთვის მთავარია შედეგი და ეს შედეგი პოლიტიკური კინკლაობით არ მიიღწევა. რაც შეეხება რიგგარეშე სხდომას, მე არ მითქვამს რომ არ მივალ სხდომაზე, მე ვთქვი, რომ ჩვენ პარლამენტთან ურთიერთობის პრობლემა არ გვაქვს, მაგრამ პოლიტიკურ თოქ შოუებში მონაწილეობა პარლამენტის და მინისტრების მონაწილეობით არასწორია“, - განაცხადა ხადურმა.
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
უხვმა ნალექმა დედაქალაქის ათივე რაიონში პრობლემები შექმნა - თბილსერვის ჯგუფი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)